Slide
გალერეა

წითელი კვადრატი

გალერეა ,,წითელი კვადრატი’’ დაარსდა 2014 წელს.

გახსნის დღიდან გალერიის მისიას წარმოადგენს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია.  ამავდროულად ცდილობს დამთვალიერებელს პერიოდულად შესაძლებლობა მისცეს იხილოს კლასიკოსთა ის ნამუშევრები, რომლებიც კერძო კოლექციებში და გალერიის საცავშია დაცული.

ჩვენი გალერეა აქტიურად თანამშრომლობს, როგორც თანამედროვე ქართველ მხატვრებთან, ასევე უცხოელ ავტორებთან და გალერეებთან. მონაწილეობს მასშტაბურ პროქტებში, ატარებს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებს, ინტენსიურად იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში. ასევე აქვს კერძო და კორპორატიული კოლექციების ფორმირების დიდი გამოცდილება. მსოფლიო არტ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენების მონიტორინგის მეშვეობით ის უზრუნველყოფს ამომწურავ და კომპეტენტურ საკონსულტაციო მომსახურებას, როგორც კოლექციონერების ასევე დაინტერესებული პირებისათვის.

ირაკლი გამრეკელი

ბევრი რამ მინატრია ცხოვრებაში... ჩამონათვლის სია გრძელია, მაგრამ მათ შორის ერთი ნამდვილადაა, ვყოფილიყავი ირაკლი გამრეკელის თანადროული, რათა მენახა საოცარი დეკორაციები და კოსტიუმები, რომლებსაც ის ჰქმნიდა.

ირაკლი გამრეკელი კი არ ქრებოდა, არამედ ბრწყინავდა და კაშკაშებდა ისეთ დიდ რეჟისორებს შორის, როგორებიც ალექსანდრე ახმეტელი და კოტე მარჯანიშვილი იყვნენ.

ბიძინა ქვლივიძე

დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება, პირველად იხილოს ნამუშევრები ბიძინა ქვლივიძისა, რომელიც 1940-იანი წლებიდან მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი გახლდათ.

მან პირველმა აღადგინა პეტრე ოცხელის მიერ გაფორმებული ,,ურიელ აკოსტა''. ბიძინა ქვლივიძის გაფორმებულია ათეულობით სპექტაკლი, მათ შორის: ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს'', ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ'', ,,რას იტყვის ხალხი?!''

დაგვიკავშირდით

კონტაქტი

ი. აბაშიძის ქ. #42, თბილისი

    ყოველდღე: 12:00 - 19:00

    ი. აბაშიძის ქ. #42, თბილისი
    032 2 22-49-47 , 577-747-745